↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სენეგალელი ქალიშვილები

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52776 ნახვა

—

ზურაბ პატარაძეს

დაკარის ზეცა, ვით შუშის ჭერი,გხურავს, დეკემბრის სიცხით ილევი,მოგწონს დამწვარი ქერეჭისფერისენეგალელი ქალიშვილები.
შენ ამ ზამთარში თოვლივით თეთრიფერისას ნახავ მხოლოდ შენობებს,სხვა სად იქნება, სხეულთა მკვეთრისიშავე ქუჩებს ასე შვენოდეს?
გემბანზე დგები და, როგორც მავრი,აფრიკით იწვი და იღიმები,ოკეანეში მიგყვება ჯავრისენეგალელი ქალიშვილების.
1973
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი