↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სვეტიცხოველი

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52777 ნახვა

—
თუა ქართული მუსლიმანობა,ის ერთგულების ფიცს გეუბნება,ვის ეჩვენება ჩვენში სხვაობა,ჩვენი გათიშვის ვის აქვს უფლება?!
კარიკარ დადის ჩემი ძახილი,ესმით, მიცნობენ, მეფერებიან...და სიტყვა ჩემი, როგორც მახვილიშენ გამო ბრძოლას შებერებია.
იქით კახეთი, აქეთ ქართლია,იმერ-ამერი _ ჩემი აკვანი,თუ რამეს ვტოვებ ნაღდს, სამართლიანს,ისევ შენია, ისევ აქ არი.
წასული შენთან დამაბინავე,შენი სიწმიდე ჩემი მცველია,ძველია შენი მყუდრო სავანე,ჩვენი სიცოცხლე უფრო ძველია.
1970
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი