პოეზია · ლირიკა
მოხუცი ძმების დაბრუნება
"გახსოვს მანსარდზე ოთახი რუხი?..ძიძის ხელები - ფერნამკრთალევი...ჩვენი სარკმლიდან ასწლოვან მუხისბინადარ ბუს რომ ვუთვალთვალებდით.
ბუ - მბრძანებელი, წყვდიადის მახვში,რისხვით შესცქერდა ვარსკვლავთ ნათებას...იქვე, წყაროსთან, ქვიტკირის სახლშიბიჭი ცხოვრობდა ძაღლისთათება.
მარჯვნივ კი ქოხი იდგა პატარა,გრძნეულ ლანდებით მარად მბოლავიდა ღამღამობით ორი სატანაფქვავდა აქ ჩონჩხებს ოქროს დოლაბით.
ცვიოდა მტვერი ძილისმომგვრელი -ხალხს დასაფრთხობად ესეც ჰყოფნიდა.გამთენიისას ფქვილი ტომრებითმიჰქონდათ ქალებს უცნობ სოფლიდან.
მერე შენ მწერდი... დღეების თასმადსულს გვიხუთავდა ცა უცხო ტაძრის.რამდენი რამე დაჰფარა ხავსმა...რამდენმა რამემ დაჰკარგა აზრი..."