↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რეისი

გამეზარდაშვილი ზაზა

2009-08-121 წთ საკითხავი389 ნახვა

—
"თქვენ ხომ არასდროს გიხილავთ ლოდთაპარალელებში მთვლემარე სიო,თითქოს რომ ხავსის შხამით გალოთდა...ის ჩუმია და უემოციო.
მტვრიან ქალაქთა მძაფრი ოპუსიასე ბრმად რომ მძაგს, ალბათ გაოცებთ.მომეცით ხელი... ეს ავტობუსიმე მგონი მიდის სასაფლაოზე.
ხომ არ დაგღალეთ? არ გაბეზრებთ თავს ლაპარაკით?მწამს ამ საუბრის ხვდებით ქარაგმებს.მკვდრების წინაშე ჩვენ გვჭირდება სულ სხვა პარიკი,ძველი ნიღბები აქ არას გვარგებს.
აგერ კარიბჭეც... მესაფლავე მხრებში მოხრილი...იგი მეფეა - წერაქვია იმისი კვერთხი.გულგრილ თვალებში ჩამალულა მიზანი - თხრილი.მსგავს ადგილებში ერიდება ხეტიალს ღმერთიც.
რატომ აღელდით? აჰა, გახსოვთ თქვენთვის ძვირფასიდასტოვეთ სტელა ამგვარ ალაგას?ალბათ... მე მჯერა... მაგრამ შემდეგ აქ შედგა ფარსი -ეს ქვები ქარმა გადაალაგა.
ხოლო სულებმა ჩვეულ თარეშითვეღარ გააგნეს ახალ ლაბირინთსდა იმ ავზნიან, გრძნეულ ღამეშიიშვა ათასი ავი ვამპირი.
დაუგდეთ ყური - გესმით მუდარა?რა არის ბინა კვლავ გაიმეტონ.შეგცივდათ? აგერ შავი სუდარა,იგი თბილია და საიმედო.
ღამე შემოდის პირქუშ ლანდებად...კიდევ ბევრ აჩრდილს გარდავსახავდით,მაგრამ მე უკვე მაგვიანდება,თქვენ აქ დარჩებით?.. კარგით... ნახვამდის..."

გამეზარდაშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი