პოეზია · ლირიკა
გვიანი გაშმაგება
ღამის ფანტომებს დაუკრძალავთ ქუჩაზე მთვარე,ბნელი სივრციდან წამოიჭრა მიცვლილი ვალსი...სიცარიელე, მეჩხერ თმებით, წვება კედლებზე.შმორით ივსება უძილობის სენთა კოდექსი!და ფანტაზია _ ვარსკვლავების, სახლდება სულში._ სდუმს ვლენა!იზარდება ყოფის წვდომა განუკითხავ სიმრუშეში;მჩატედ ტორტმანობს წამთაღრიცხვის რუხი გრავიურა.ცივი მარსიდან საუცხოოდ წვეთავს სიმშვდიე,_ თეთრია არსთა ფანდი!მთვრალი პეპლებით იპენტება მინის სიგლუვე.ვით მკვდარი ნესტი, ძირჩამპალი ხეების ქერქში...მოულოდნელი კონტრასტების, უმეცარი წყდება პარპაში._ ვინ ითვლის ჩუმად, აუწონად, უსაგნო მცნებებს?_ ვინ აიძაღლებს გადაგლეჯილ ანფასთა ნიღაბს?როცა უგნურად, სიმპათია მისავათდება...გრძნობა სუსტია, მით უფრო...რა დამღუპველად საამოა ფიქრის სინდრომი,_ მით უფრო, უმეტესად ნოტიო ღამით!თვალთაგან მომწყდარ დაღლილობას შეასკდა ფითრი,მტარვალ სიგიჟის უცოდველი გადახრწნილობით!უმიზნოდ შთენის, ნიუანსთა მარტივი კრედო.მოჩვენებებში გაერია _ ;დრტვინვის დუეტი~!..მფრთხალ კაბადონზე აიშხლართა სხივთა კანკალი,_ არ ნიშნავს დილის, უთავბოლო სიმრავლის, ნაწილს.გაკრთება სადღაც, უხილავში, ბგერათა გამადა ზესაზრისი გაეხვევა სიზმრის ბუდეში!_ ღამის ფანტომებს დაუკრძალავთ ქუჩაზე მთვარე,მთვლემარე სივრცეს აუკვამლდა მიცვლილი ვალსი!..