↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გონების განშტოება

ბუნდოვანი გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი4425 ნახვა

—
ჩემი ცხოვრების ნაწილ-ნაწილ ნოველირებადა ყრუ ჰანგების ჟღერადობა უსიერ სულში...სარკოფაგული მდუმარება მოედინება _აზრებიც მოსდევს _ განწმენდილი, ასევე მრუში!
განხეთქილების შემაზრზენი დაორსულება,და შეტაკების უეცრობით, ვლენილი პირმშო...სიმწრით დაცლილი სისასტიკის თეთრი ცდუნება,არ მოვყვე მათში, განვერიდო! _ ამაზე ვშიშობ.
სენმოდებული, ავადმყოფი ფერების შეხლადა აგონიით, ბნედიანი გარდასახვები...ფსიქიკის რღვევამ, შეუცნობლად, საკმაოდ შემძრაიმ უწყლო ზღვებთან, შლეგიანი ნატვრის მსგავსებით!
დამტვრეულ ძვლებად განფენილი სხეულთა ხროვა,და დედააზრის გაყალბების კეთრომანია...საკუთარ თავში , ნუთუ ვინმემ, რაღაცა ჰპოვა?!ნუთუ ვიღაცამ ცას შებღალვლა კვდომის არია.ჩემი ცხოვრების აბზაცებად ნოველირება,და ყრუ გამების ხმაურ-წყვეტა, უსიერ სულში!
ბუნდოვანი გიორგი

ბუნდოვანი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი