↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გრძნობების წაგებული ვიქტორია!

ბუნდოვანი გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი4417 ნახვა

—
გადაშლილი სივრცეა, ვით ბუნების პროფილი,მშვიდ დროების იგრძნობა წამიერი მილევა...კლდეთა მკაცრი მიმიკა საუცხოოდ იღვრება,ზედ მიბნეულ სახლებში _ სიმარტივე მბრძანებლობს.მესმის რაღაც ფრინველის უეცარი ძახილი,მწერთა მთელი ორკესტრი ბალახებში ზეიმობს.გონებაში ირევა ათასგვარი ნიუანსი...უარს ვერ ვეუბნები ფიქრის თავისუფლებას _ცის სიღრმეში ძერა კრთის, ვით გუგაში _ სისველე.ხევში ჩაიძირება ჩემი ტანის სიმძიმე _გადალღვება აზრებში მიკარგული თარეში,ვიმედოვნებ _ ბავშვები, რომ ბადებენ სიახლეს,მაგრამ იმედოვნებაც სამწუხაროდ მცდარია...ოდნავ თვალებს შევასმევ ამ სიწყნარის ელექსირს,კრედო ჩემი სულისა, ღამის ქარმა წაიღო,მარტოსულმა ლანდებმა სიმწვანეში იძინეს,ამ წყეული ბუნების მხოლოდ მესმის მისტიკა!სხვა მე არცრა მაღელვებს, გარდა პირად განგების.ეგოისტურ მანერის სქელ ტყავებში ჩავძვრები.ეს ცხედრული სიჩუმე ლექსით დაისერება...გარდაუვალ განცდათა დამასკდება ღვარცოფი,თან კვლავ ეს სილამაზე დამადუმებს უეცრადგააფთრებულ ხასიათს ეწირება გენები,და ტრაფარეტულ ფონის მწველი უაღრესობა!კონფლიქტური შეხვედრა ჩემს ავადმყოფ ხედვასთან,_ ერთი განწყობილება _ მეორეში გადადის!ცვალებადობს აღქმების მტკივნეული ორგანო,ბნელ ქარვაში სიყვითლე იბზარება სიზანტით.მოშვებული, დაღლილი ჩემი მიმტევებლობა!განსწავლული გუმანი იტბორება ვნებებითდა ნელ-ნელა ვთავსდები მოხერხებულ ფორმაში!_ კვლავ ბუნების სივრცეთა პროფილური გადაშლა,კვლავ მილეულ სიმშვიდის წამიერი ეფექტი!..
ბუნდოვანი გიორგი

ბუნდოვანი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი