↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იოველიადა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ნაწყვეტი
არის ევროპისზღუდეთა თანაერთი მცირეზემცირე ქვეყანა,ქვეყანაც მცირე,ცხოვრებაც მცირე!დაჯექ, იტირე...იტირე, ნანა.პატარა ქვეყნისსუნთქვაც კი ხშირისულშემკვრელიადა მწირზე მწირი...ასე ფიქრობდა,ფაფარს მიჰკვროდადა შორს მიჰქროდა,შორს, ჩემი გმირი.მართლაც პატარაქვეყანა ყოველსსულს უხშობს ათასძლიერ იოველს.ბუნებას გმირულს,კაცობას გმირულს,ოცნებას გმირულსდა ბევრის მთხოველს.იმის დიდებისდა ძლიერებისგატაცებულ დროსარა ერთფერი,არა ჭაობთასანახაობა -სხვა მოძრაობადა გზა შეჰფერის.როგორც თქვენ ხედავთ,ფიქრობდა, მარა,გამოსავალიარა ჰქონდა-რა!ოხრავდა გმირი,კვნესოდა გმირი,ბორგავდა გმირისცხოვრების შარა.ის ვის ეგონა,ის ვინ იცოდა,თუ რა ნელ ცეცხლზეგმირი იწოდა.სურდა კარავი -ფიქრთ შემფარავი,მაგრამ არავინარ შეიცოდა.სინამდვილეს რომარ დაებნიდა,ის ოცნებაშიშვებას სძებნიდა.უთხრა ბევრი რამმას გმირულმა ხმამ,მაგრამ, ვაი, ამხსნას ვაებიდან!რამდენად უფროსულს შეეთვისაჟინი გმირობისდა დიდებისა,იმდენად მწყრალიაღმოჩნდა რკალიშეუბრალებელცეცხლთა დებისა.ბრაზს უღვიძებდაუხმარად მყოფიჯაჭვი, ჯავშანი,ხმალი და თოფი.და ეხლაც, ეხლაცდადის ამ ქვეყნად,როგორც აჩრდილიდა ავადმყოფი.
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი