↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * შენი ოჯახი - გიტარა შავი კატებით

ბუნდოვანი გიორგი

2009-08-121 წთ საკითხავი4430 ნახვა

—
(ეძღვნება მალხაზ კობერიძეს)
რუხი კნუტებით გიხარია სულის ანთება,ღვინის მორევში მძიმე როკი დაიბადება,და გაუყვები მტვრიან ქუჩებს შავი ხაზებით.
გყავს მეგობრები უამრავი, როგორც ფანდები,ღამეებს ათევ სიმღერებში შფოთიან გულით...მოგონებები დაგყვებიან ლაჟვარდულ წნულით,და დილაობით წყლის ჭავლის ქვეშ გაიმართები.
დახეტიალობ, თან ყოველგან ხარ მიღებული,სტატუსი შენი - მუსიკოსი, ვით მაწანწალა...ქარტეხილებმა გადაგთელეს, ფიქრმა გაწვალა,"MEMENTO MORI" - არ გახდება მივიწყებული!
სისხლიან წიგნის საოცრება შენში სულდგმულობს,და ხარ ლეგენდა, ცხოვრებაში მითად ქცეული...ჰიპურ მანერით ხარ ზეციდან გამოქცეული,და ნოსტალგია - მისტერიით მუდამ გიყურებს;
საყვარელ ქალის გეხატება ცივი აჩრდილი,როს ბოჰემაში ააჟღერებ ბებერ გიტარას...ხარ თვითმყოფადი და არასდროს არ მოგიპარავსარც ერთი ნოტი, არც აკორდი და არც წადილი!
როცა აფეთქებ მელოდიას ბუმბერაზ გამმით,როცა თითებით აქანდაკებ როკის ჰავერდებს,თან "მწუხარება კვლავ ნაკეცი, ისევ დაგეძებს",გამოაფხიზლებ იდიოტებს უეცრად, წამით!
- შავ ქარიშხლებმა ვერ გატეხეს შენი დიდება,"MEMENTO MORI" - სამყაროდან არ წაიშლება!
ბუნდოვანი გიორგი

ბუნდოვანი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი