პოეზია · ლირიკა
GOD IS DEAD
ნაწილი-I
და მე ვკითხე მას--სადაა ღმერთი?და მიპასუხა მან--არსად!კითხვა დავუბრუნე--რატომ?კითხვითვე მომიგო--ვითომ?
და ვიცოდი წინასწარ--რატომ...და ვფიქრობდი მუდმივად--ვითომ...სადღაც, შორეულ ოკეანეებს ვუხმე-ღმერთი იქ სვამს წყალს, თურმე...
ნაწილი-II
დაკონკილია ძლიერ, დაფლეთილებში წნულიდა ჩავეკითხე ისევ--სად არის ჩემი გული?ჩრდილო-დასავლეთს, მხარესგადაკარგული ვცანი, მივეცი ჩუმად ბანი...
საჰარას ხრიოკ ველზე გადმოვექანე ასე-კუზი აქლემის როგორც, ცათამბჯენების ხიბლი;და ვაშტერდები კუზებს, საათი მისვამს ტუზებს,ისევ ვიკითხე უხმოდ--ღმერთი ესაა ნუთუ?..
სინონიმებით ფიქრმა ანესტიანა გონი,იყო უხეში, რადგან, ჩემი სპეტაკი ტონი;განკაცდა რადგან ისიც, უდაბურეთში ადრე-ზუსტად შეკითხვაც ესე, დაუყოვნებლივ ვკადრე!
სიცხის მირაჟებს ელდა ჩამოურეკავთ ზარადდა მერამდენე სევდა უტარებიათ დარად...განა მასშია არსი, განა მისია ზენა?იყო ღაღადი ესე..არ იყო ყურთა-სმენა!..
ნაწილი-III
ვიდოდი წყალთა ზემოდ, ტერფები თლიდა ტალღებს,სამყაროებში ვთხზავდი ლექსად მოვლენილ ბალღებს...
ნაწილი-IV
და კიდევ გაჩნდა კითხვა,და ისევ გაკრთა სიტყვა...ღმერთის არყოფნის დამღამმე, რექვიემი მითხრა!..
საროსკიპოებს ორთქლშიგააცისკროვნებს ცრემლი-სოდომ-გომორის ეშხადიავარქმნილი გრდემლი...
ნაწილი--V
შხეფად ნაკადი ცათა გადაიშალა უმალმასაც დავკითხავ, მივალ, თუმცა რა ვკითხო მეტი...ატორტმანებულ ზვირთებს-ტიტანთა განტოტვაშიეჩურჩულება-ყვირის, უსათაურო ღმერთი...
უდაბურობის ქუდი და უკუნეთის ქურქიშემოუცვია ტანზე, გამხდარა ძალზედ მუქი...
მუხლად მოყრილი, სველი მას მივეახლე კვალად--”შემომეხარჯე გზაში, უზალთუნების დარად...”