პოეზია · ლირიკა
განდევნილი ლტოლვა
განდევნილი ლტოლვა უკუიქცევადაიხავსა სულის ეპიტაფია...საოცრების მონუმენტი იმსხვრევა,და ეს მსხვრევა _ სიცოცხლეზე სწრაფია.
მოიდრიკა სიმახინჯემ ფერდები _სხვას დანებდა სკანდალების მწვერვალი...უსასრულო გალაქტიკას ვერწყმები,ცის პალიტრა ილაბზება _ ფერვალი!
საუკუნის იღუშება ანფასი,ვნების ქერქი შემოახმა სილუეტს...ცეცხლი ფეთქავს უხილავი, ათასი,და სამყარო ისმენს მწუხრის მინუეტს!_ განკიცხული ლტოლვა უკუიქცევა,დაიტბორა სულის ეპიტაფია!