↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

განრისხდა ზეცა

ბუნდოვანი გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი4425 ნახვა

—
განრისხდა ზეცა, შემზარავად იჭექა წვიმამ!სხეულის სამოსს უსირცხვილოდ გავეპარები...შინაგან წვდომით საოცრებებს წავეტანები,რომ არ გამთელოს, საშინელმა წყვდიადის ხილვამ!
ცხედრისფერ დილებს დავუხვდები ნაგვამურევი,ქარებში წანწალს ერიდება სულის პათოსი...თენდება მძიმედ, გარდაცვლილი დგება ტაროსი,სახლდება არსში აუხსნელი, განცდა _ უტევი...
მოვედი მკრთალად, განმერიდა ქუჩის ამბოხი,გამტვრიანებულ ლაზარეთებს ვერ უძლებს ტანი...არის ჩვენება უკიდურეს წამების მგვანი _და აწარმოებს შთაგონება _ ტვინის მაზოხიზმს!
გადასკდა ზეცა, ამაზრზენად იფეთქა წვიმამ,შემოხრწნილ სამოსს დარცხვენილად გავეპარები...კანკალის კეთრით სასწაულებს წავეტანები,რომ არ მიმსხვერპლოს, საშინელმა, უკუნის ხილვამ.
ბუნდოვანი გიორგი

ბუნდოვანი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი