პოეზია · ლირიკა
* * * "ხეიბარი პროპელერი"
ხეიბარი პროპელერი ასუფთავებს ჩემს ოთახში შმორიან ჰაერს,ამ ლექსის დაბადებას მუზებით გატენილი ჯიქანი მონატრებია...სული ღამურასავით კიდია სხვენში!და აკრობატი ხასიათი დახტის `კანატზე~ _ვარ ოთახში, მაგრამ მინდა ვაგონში ყოფნა, კუპეების სიცარიელით,ჭუჭყიანი და ბნელი ვაგონი _ ჩემთვის სამოთხეა!იქნებ ამ მძიმე სახლმაც ბორბლები გამოიბას?!რელსების მაგივრობას _ დაკლაკნილი აზრები გაწევენ..._ ცას გადაეხსნა ძილის არტერია, წვიმს ალისფრად.ხმაჩალეწილი, ძველი ავტოს ხრინწი ჰკვეთს საღამოს,(მე მიტევება არ მჩვევია! გამეცალეთ...)ფილტვებიდან ბრონქიტი იფურჩქნება, ვით ქალის საშოდა ძველ სავარძელზე დაბრძანდება გმირი _ იუდა!შეშინებული სინატიფე დახარვეზდება...ტყის სველ ნიადაგიდან ამოვალ, ვით შხამიანი სოკო,ო, ალისფერ წვიმას რახანია გადაუღია...მჭკნარ ფოთლებიდან იმზირება ხარბი მზეამ სისულელეს ის გაათბობს _ უმნიშვნელობით!..