პოეზია · ლირიკა
არშემდგარი დიალოგი, კუნზულძე
თქვენ მგონი ახსენეთ, მონმარტი,დონ-მარტინ!ასე უადგილოდ და ასე უბრალოდ.(თქვენ ხართ, წარმოშობით აზიატი)რა თქვენი ბრალი არის, რომ მარტისდაგყვათ უხეირო ხასიათი,არ გიყვართ ყველასთან საუბარი.
ვეწევით. ლიმონის ბაღთან ვზივართ.თქვენ გაქვთ შესაშური ფანტაზია,ამიტომ თავიდანვე გაფასებდით.ვერთობით თავბრუდამხვევ ნაფაზებით,არ გიყვართ არც მხატვრობა, არც მუსიკაგიყვართ უნამუნო. (ფანჯრის რაფაზე კიქოთნით პატარა კაქტუსი დგას).
თქვენ უკვე შეეშვით გალაქტიკებს,მიწაზე დაეშვით. ჭარხლის და ბოლოკისმოყვანა დაიწყეთ.და ეს არც ეპილოგია და არც პროლოგი.ზოგჯერ უცნაურად მაკვირდებითეს ძველი, ცნობილი ასტროლოგი.
ვზივართ და ქარმა ოკეანის.უსასრულობიდან დაგვიბერა,ისევ შეარხია ლიმონები.თქვენი თუთიყუში "მარიბელა"კენკავს, მაგრამ ვეღარ იმეორებსსიტყვებს. და ჩიჩახვი ებერებაროგორც თქვენ, დონ-მარტინ-ებერელა.