↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

(ზაფხილის ღამე მშობლიურ სახლთან)

მეშველიანი სოსო

2026-07-181 წთ საკითხავი2357 ნახვა

—
ამ კარს მიღმაა ჩემი ძველი ოთახი, ლუქსი.ამ აივნიდან, ვარსკვლავებსაც ვეთამაშებიახლა რომ ვხედავ, ფანჯრის ყვითელ გამონაშუქზევაშლის ბნელ ტოტებს როგორ უჩანთ მწვანე ვაშლები.ისევ მაღვივებს, ისევ მავსებს მიწა ალერსით...(როგორც ყოველთვის, წისქვილებთან ძაღლი აყეფდა)ასე მგონია, რომ მესმოდა, ისე არ მესმის,თუ რას ჩურჩულებს კომშის ხეზე ქარი ბარტყებთან.შევეშვი ქალაქს, ამ სიზმრებში ჩაყოლილ კოშმარს.აი, სიცოცხლე რასაც ჰქვია, ახლა იწყება!აქ არც ელექტროენერგიის სიუხვე მკუმშავს,შორიდან სოფლის არსებობას თუ შემახსენებსამ ბნელ კაკლებში გაფანტული ყვითელ წინწკლებად.და ახლა ჩემს წინ გასუსული სოფელი რომ თვლემს,სიმშვიდის ფშვინვა, სიზმრის სარკმელს მიორთქლავს თითქოს.მძინარე ჩიტის სუნთქვა არხევს ალუბლის ფოთლებსდა იკრავს ფიქრებს წებოვანი ჰაერის სიტკბო.

მეშველიანი სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი