პოეზია · ლირიკა
* * * "აქ ახლოს..."
აქ ახლოს, ერთი მყუდრო სოფელია,სპორტ-კლუბით, ერთადერთი შუქნიშანითდა ბანკის პატარა ფილიალით.მე კი. თვითმარქვია შოპენი ვარ,დავდივარ პიჯაკით და მუქი შარვლითღამე კი ისეთი თბილი არი.....ახლა ერთი კათხა ლუდი მინდადა ცოტა გართობა, ბილიარდით.
მე ხომ, თვითმარქვია შოპენი ვარ.(ვარ და, ამ აბსურდულ თამაშშიაცმთელი ბავშვობა მაქვს წაგებული)ახლა გამოვდივარ ოპერიდან,მინდვრიდან, ყურთასმენა წაღებული.ურიცხვი ტენორი ჭრიჭინები,მღერიან იმას რაც მე მომპარეს.ხმა მიყვარს ამდენი ნიჭიერი,ერთ წუთში გაჩენილი მეგობარის.
უკვე არ მაწუხებს მარტოობაც,(ყველა ხმას რა თქმა უნდა არ მოვუსმენ)ცხოვრება ემსგავსება განტოლებას,რთულსა და ბოლომდე ამოუხსნელს.
ჰაერი ბგერების ბუსუსებით,სულივით სუფთა და ჟღერადია.ცაზე ვარსკვლავები ფუსფუსობენდა მჩხვლეტენ. რომ დავდუმდე ჯერ ადრეა.