↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "რადა არ მშვიდდებიან"

მეშველიანი სოსო

2026-07-181 წთ საკითხავი2359 ნახვა

—
რად არ მშვიდდებიან კაჭკაჭები?კვლავ ბნელ ჩირგვებში რომ ფათურობენ.ეს რა უცნაურად კაშკაშებენ,იმ ძველ წისქვილებთან ნათურები.
ფიქრი იზრდება და შენც იზრდები,სხვა-გზა მოჭრილი გაქვს, აქ დარჩები!იქნებ მინდვრის პეპლებს ესიზმრებათ,ეს ღამის, პეპლები-ალ-ქაჯები.
მთვარე, ძველდება და იცვითება,ვითომ და, ამდენი ნათარეში.იქნებ, მართლა ზეცა ეწვეთებათამ ლურჯ მდინარეებს სათავეში.
ისევ, დავისერე მოგონებით,ფიქრი დაემსგავსა სამართებელს,ვხედავ, ყვითელწინწკლა სოკოები,ნეშომპალებიდან ანათებენ.
აბალახებულა კაკლებს შორის,ძველი ნანგრევები სასაქონლის,სადაც, მელოდიებს ჭრიჭინებისახლავს, ჟღერადობა საქსაფონის.
რა ვქნა? კვლავ ხსოვნაში ვიძირები,ისე, რომ ვერ მივხვდი, რას ვეძებდი.ციცინათელებად ციმციმებენ.ფიქრში, სიყმაწვილის ნამცეცები.

მეშველიანი სოსო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი