პოეზია · ლირიკა
დღე, ახლა ასე ჩვეულებრივი
ცას გადაჰკვრია ნისლი ლიბრივით.უბერავს ქარი, ავობს ტაროსი.დღე, ახლა ჩვენთვის ჩვეულებრივი,ხვალე გახდება საინტერესო.იყო სხვაგვარი ციებ-ცხელებადა ვერ ვითვლიდი იმ მწველ იარებს.მფრთხალმა დღეებმა,როგორც ცხენებმა,ჭაბუკს ზედ გულზე გადამიარეს.გრძნობა დაბრმავდა.აზრი უმია,იწვი,ამ ცეცხლს დრო იანგარიშებს.შენ სდუმხარ ისე, როგორც მუმიადა კალმის წვერზე სძინავთ ქარიშხლებს.აჰა, აბორგდა,ლექსმა იწივლადა სამომავლოდ სურს იტატანოს.როგორც კვერცხიდან ჩვილი წიწილა,ეს დღე მსურსლექსში გადავიტანო.ცას გადაჰკვრია ნისლი ლიბრივით.უბერავს ქარი, ავობს ტაროსი.დღე, ახლა ასე ჩვეულებრივი,ხვალე გახდება საინტერესო.