↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მხატვრები

მამა პეტრე (კვარაცხელია)

2026-07-181 წთ საკითხავი3728 ნახვა

—
გამოფენას მოაწყობენ მხატვრები,მერე რიგში დგომა გიწევს დიდხანს,ამ დროს ისე, ჩემთვის მომენატრები,მოგეწონა? გვერდით ვიღაც მკითხავს.მომეწონა-თავს დავუქნევ რიდით,ნახატებსაც თვალს მოვავლებ თითქოს,გზას დავუთმობ თქვენ პირველი მიდით,ოღონდ ისევ არაფერი მკითხოს.ტილოებსაც აწერია შუბლზე,,,სიმარტოვე", ,,შემოდგომა", ,,მთები",მეც ვდგავარ და სულელივით ვუმზერ,და ერთ რამეს უსათუოდ ვხვდები...ნახე, მუცოს როგორ ჩნდება დილა,და მეტეხთან სიმარტოვის ჭადრები,სოფელში კი კუნელა და რცხილა,უკეთესად დახატავენ მხატვრები?..
მამა პეტრე (კვარაცხელია)

მამა პეტრე (კვარაცხელია): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი