↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოლოდინი

მამა პეტრე (კვარაცხელია)

2026-07-181 წთ საკითხავი3736 ნახვა

—
ქუჩებში აპრილი თავიდან იწყება,და ღელავს იების პატარა ლარნაკი,ვერაფრით შევძელი მე გადავიწყება,სულ მახსოვს ათასჯერ სათქმელი არაკი.კედელზე შენდობის სურათი კიდია,ქარია ცივი და საღამო ჩვეული,შავთვალა ენძელებს რომ ვეღარ ყიდიან,სიჩუმეს ძლივს დააქვს ნაგვემი სხეული.პატარა თაიგულს რამდენად გაყიდი,ეს ისე, უბაროლ იკითხავს გამვლელი,ვიღაცას იების მდინარეს დავპირდი,ქარია ცივი და ბოლომდე დამღლელი,ქარია ხშირი და ყველაფრის მლეწავი,გარეთ ვარ და როგორ მივხურო კარები,იებს რომ დახედავს დიდი ხნის მეძავი,სულ რაღაც ცრემლებით ევსება თვალები.ქუჩებში აპრილი ბავშვივით იწყება,ქარია სავსე და საღამო ჩვეული,მინდა რომ დაგარქვა ვერგადავიწყება,სიჩუმეს იისფრად ეტყობა სხეული.
მამა პეტრე (კვარაცხელია)

მამა პეტრე (კვარაცხელია): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი