↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ნაკერპავი ქონგური"

მამა პეტრე (კვარაცხელია)

2026-07-181 წთ საკითხავი3726 ნახვა

—
ნაკერპავი ქონგური გულზე ლოდად მაწვება,ნაბოლარა მზის სხივი მიაკვდება აღმართებს,მოწყენილი კავშირი თუ დიდი ხნით გაწყდება,არმაზის წინ ბავშვების სუფთა სისხლი რაღადებს.მთის გადაღმა ვაგონებს გარინდება მიყვება,მიტოვებულ საყდართან ცამ ტირილი ინება,შენი რწმენა უფალო ახლა უფრო მჭირდება,თუ დანახვა არ ვიცი მაინც ნუ გეწყინება.მინდა გულით მოვიდე ნაკერპავი ბაღიდან,ხეს შერჩენილ იუდას მოვარიდო თვალები,ოღონდ ხელი ჩამკიდე ჯოჯოხეთსაც ავიტანრომ მიპოვო ტკივილზე ჩამომკიდე ზარები.თუ მიპოვე მითხარი, სიხარული შემცივდა,როგორ მინდა მიწოდო ბოლო ჟამის მუშაკი,ძარღვისფერი გოლგოთა ამაგლიჯეს ფერდიდანმე ვიქნები ჯვარცმული ღამეების გუშაგი...
მამა პეტრე (კვარაცხელია)

მამა პეტრე (კვარაცხელია): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი