↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "დაგესიზმრები"

მამა პეტრე (კვარაცხელია)

2010-08-121 წთ საკითხავი3737 ნახვა

—
დაგესიზმრები, ფოთოლცვენის ბაღის კარებთან,გაძარცვულ დღეებს ეს ნუგეშად მოეფინება.ბაღთან ჩაივლის `გლოვის ზარი, თეთრი კარეტა”,დაგესიზმრები, მერე ჩუმად აგეტირება.მოვლენ ჩრდილები, უსახელო სახის პროფილით,და მთვარის მტვერი ვარდის ფურცელს ცრემლად ედება,გამახსენდება შეხვედრები, ყალბი, ორპირი,და ღვთისმშობელთან შემოდგომის ჩუმი ვედრება.დავწერ ამ სიზმრებს გამოვაფენ სულის სარკმლიდან,შებინდებისას მთვარის ცრემლი დაეწვეთება,ღმერთო, ამ წუთას არაფერი მართლა არ მინდა,ახლა ეს არის ერთადერთი ჩემი ვედრება.
მამა პეტრე (კვარაცხელია)

მამა პეტრე (კვარაცხელია): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი