↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მეგონა, რომ მართლა მიცნობდი"

მამა პეტრე (კვარაცხელია)

2026-07-181 წთ საკითხავი3729 ნახვა

—
მეგონა, რომ მართლა მიცნობდი,მე სული შეგახე შიშველი,თუმცა კი ვგრძნობდი და ვიცოდი,ვიცოდი რომ ვეღარ მიშველი.დავლაშქრეთ გრძნობათა ბაღები,და მაინც ვიყავით მე და შენ,ვიგრძენი ზღვა იალაღები,გულიდან გაწურე ზედაშე.ვარსკვლავებს ვკრიფავდი თამამად,ბავშვური ცრემლები მდიოდა,და გვზრდიდა ციური მანანა,და უხვად მანანა ცვიოდა.და მთაში ტაძარი ვაშენეთ,თოვლივით თეთრი მაღალი,მე სული შიშველი გაჩვენე,იისფრად გამონაყარი.მერე კი მეგონა მიცნობდი,და ახლა სიშიშვლის შემრცხვება,მაშინაც ვგრძნობდი და ვიცოდი,რა არა? თუ რამე მეშლება...
მამა პეტრე (კვარაცხელია)

მამა პეტრე (კვარაცხელია): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი