↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ჩამოშლილი გუმბათი"

მამა პეტრე (კვარაცხელია)

2026-07-181 წთ საკითხავი3729 ნახვა

—
ჩამოშლილი გუმბათი ჟამისწერამ ინება,ყრუ და მიუსაფარი აჩრდილები ღელავენ,და ნახევრად დაკაწრულ ფრესკას ჩაეძინება,დასეტყვილი ქარები იებს გადათელავენ.შუაღამე ლიტიას ემოსება მშვიდობა,უგუმბათო საყდარში ზეცა ცრემლად იღვრება,მახსენდება ადამთან ევას ჩუმი წინდობა,მერე გველის მხარეზე მათი გადაბირება.ედემისკენ ბილიკი მივიწყებამ დაფარა,გუმბათი კი კლდის ქიმზე საცოდავად ქანაობს,ახლა ისე ახლოა ოპიზა და საფარა,დაფიქრება დიდი ხნით არ მინდება ამაო.გადავივლი საფლავებს, გადახეთქილ ლოდებად,მერე მასთან მიმიყვანს ჩვილი ბავშვის ქვაჯვარი,იასამანს დავდებ და გული ისე ღონდება,როცა დამენანება ცის და მიწის ნაჯვარი.ჩამოშლილი გუმბათი მახსენდება ჭრილობად,ტვინში ჩამისახლდება წარღვნამდელი ქაოსი,უკვდავებას მივეცი, მახსოვს სადღაც პირობა,ძვლებს მიმტვრევდა ყურება ჩემი სასაფლაოსი...
მამა პეტრე (კვარაცხელია)

მამა პეტრე (კვარაცხელია): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი