პოეზია · ლირიკა
*** "ეს არ იყო უბრალოდ მოლანდება ჩვეული"
ეს არ იყო უბრალოდ მოლანდება ჩვეული,და არც ახლადმოსული ყვავილების სინაზე,არც სიყვითლე _ ნოემბრის მომაკვდავი სხეული,მზე კვდებოდა დიდი ხნის ცოდვილ დედამიწაზე.ეს არ იყო დამღლელი განშორების სურვილი,ვარსკვლავები მოედო სიყმაწვილის აღმართებს,არ მტოვებდა უდაბნოს იისფერი წყურვილი,ჩემი სულის პერანგი _ ლოცვის ძალა წამართვეს.ეს არ იყო წარსულის ღამისფერი თარეში,და არც სევდისთვალება პატიების სინაზე,მზე ანათებს ბავშვობის მარადიულ მხარეში,რეკავს ჟამი განკითხვის ცოდვილ დედამიწაზე.