↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 118 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21573 ნახვა

—
სანელებელსაც ხშირად ვხმარობთ გაორკეცებითდა გვიხარია, თუ სიცხარემ მადა მოგვგვარა,თუ მოვიწამლეთ, იმავ წუთში წამალს ვეცემით,თუმც მოწამლულებს მისი შხამი გვწამლავს ორგვარად.„შენც მოგბეზრდაო ტრფობის სიტკბო“თითქოს ჩამესმა,და მეც შხამს ვეძებ საკუთარი თავის ჯალათი,უჯანმრთელესმა, უმხნევესმა, უჯანსაღესმა,ავადმყოფობა დავიბრალე ძალისძალათი.არ მაპატია სიყვარულმა ჩემი მზაკვრობა,ავადმყოფობას გადამყარა მართლა საშინელს,სხეულის მოშლაც შევიგრძენ და სულის ჩაქრობაც,შეშინებული ნამდვილ წამლებს ვეცი მაშინვე.მაგრამ ცხოვრებამ ერთი მწარე სიბრძნე გამანდო:წამალიც მწამლავს, რადგან შენით მართლა ვავადობ.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი