↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 117 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21577 ნახვა

—
სთქვი, რომ ძუნწი ვარ სიყვარულში შენი მსახური,ვერ დავაფასე, შენი გრძნობა რასაც მავალებს,თუმცა ტრფიალი მე გულში მაქვს შემონახული,მიტოვებული დამრჩა შენი ჩუმი სავანე.სხვებთან ვლაღობ და სხვა მხარეში რას არ ვედები,შენი მიჯნური სხვა გრძნობისკენ მივექანები,შენგან წასული აღმა-დაღმა დავეხეტებიდა ქარებს ვანდე ჩემი სულის იალქანები.აღვირახსნილი ჩემი გული მინდა დალახვრო,ჩემი ცოდვები შეაჩვენო, ჩემო იმედო,წარბი შეჰკარი, ოღონდ ზიზღი არ დამანახო,სიძულვილისთვის არასოდეს არ გამიმეტო.გახსოვდეს, გრძნობამ მაიძულა გზიდან აცდენადა გღალატობდი შენი გრძნობის გამოსაცდელად.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი