↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პირველი მაისი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
ქუჩებსა და მოედნებზე მიდის, როგორც ქარბუქი -ათასობით ქალიშვილი, მოხუცი და ჭაბუკი.დემონსტრანტთა კოლონები სიხარულის ლივლივით,სანაპირო ქუჩას ავსებს დილის ჟივილ-ხივილით.ეს მაისიც მთელ ქვეყანას ესალმება რტომრავალს:- გაუმარჯოს პირველ მაისს, მთელი ქვეყნის მომავალს!და პასუხად გამოისმის ათასი ხმით ძახება,სახლებს გრგვინვა დაემჩნევა, ჰაერს აცახცახება.წინ მიიწევს პიონერი, როგორც კაცი პირველი,შემდეგ მიჯრით მიწყობილი მიდის კომკავშირელი.ქუჩა - სავსე სიხარულით და პასუხის მიგებით -დაამთავრებს სვლას წითელი ჯარის მებრძოლ რიგებით.ურიცხვია ლოზუნგები, მოედნებს რომ მოსდევენდა ყოველმხრივ ახალგაზრდებს მედგრად მოუწოდებენ,რომ იბრძოლონ, როგორც ითხოვს მძლე სახელი გმირისა,განამტკიცონ ძლიერება საბჭოთა კავშირისა!გაზაფხული მთელ ქვეყანას ესალმება რტომავალს:- გაუმარჯოს პირველ მაისს, მთელი ქვეყნის მომავალს!
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი