↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 116 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21589 ნახვა

—
აუგს ვერ ვეტყვი, როცა ვინმეს უყვარს ნამდვილად,ნამდვილის გარდა, არ ვცნობ ტრფობას სხვას და გარეშეს,გრძნობა ის არის, რასაც ჟამი ვერ ცვლის ადვილადრაც მოძალადე ვნებასავით ვერ ითარეშებს.მე სიყვარულში ქარიშხლიანს ვხედავ სამყაროს,სადაც სიკეთე გზას იკვალავს დროშის ფრიალით,სადაც მოყვარე მოყვრისაგან ვერვინ გაყაროსმაცდურობათა ოკეანის ორომტრიალით.მე სიყვარულში არ ჩამიკლავს დროის დინება,არც ვარდებივით გამიფანტავს გზად და მარაოდ,თოჯინასავით არ მიცდია წარმოჩინებაგალაღებულთა წუთისოფლის სამასხარაოდ...მაგრამ თუ ვცდები, თუ ჩემს ლექსში აზრი არ არის,არ ჰყვარებია მაშინ ქვეყნად არვინ არავის.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი