↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 115 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21577 ნახვა

—
თურმე ვცდებოდი, სიყვარულში ზღვარს რომ ვეძებდი,მე უკანასკნელს არ გიძღვნიდი თურმე სტრიქონებს,ან რა ვიცოდი, ცეცხლთან ჭიდილს კვლავ თუ შევძლებდიდა ჩემს მახლობლად ტრფობის სიო კვლავ თუ იქროლებს?!ან რას ვიცნობდი იმ ერთადერთს უთვალავს შორის,იმ ერთ შემთხვევას, სადიდებელს რაც ხდის საკიცხავს,რაც ერთ სიტყვით აქრობს თურმე სათავეს ჭორისდა აცვლევინებს თვით მეფესაც ფიცს და საფიცარს.ან რას ვიგრძნობდი, გაავებულ დროსთან მოდავე,რომ შემძლებია სიყვარული ზღვარგადასული,აუხდენელის გაცხადების რომ ვარ მოთავედა რომ მომავალს ვერ ამიმღვრევს ბნელი წარსული?!ახლაღა ვხვდები – სიყვარული თურმე ბავშვიადა მის გაზრდამდე მოყვარენი ფრთას რომ არ შლიან.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი