პოეზია · ლირიკა
თუ ისე მიმტრო საწუთრომ
თუ ისე მიმტრო საწუთრომ,ერთად დამიმხო ცხრა კარი,დავლად წაიღო მომხდურმა,ჩემი ნათიბი, ნამკალი.თუ მტერს ვერ გადავეწიე,გული ჯავრისგან დავკალი,ვერ ჩამიხვია სწორფერმამთვარით ნაფერი მხარ-მკლავით.ნურცავის ზღაპრად უამბობ,არცვის უჩვენო გზა-კვალი,ვინ მე და სულის განლევა,სიკვდილთან თრთოლა-კანკალი,მოდი და ლექსის სტრიქონიგულზე ხმალივით დამკარი.