↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თიბათვე

ჩიტიშვილი მანანა

2026-07-181 წთ საკითხავი2448 ნახვა

—
სოფლად ხურს თონე და ღუის ვარცლი,პირბადრი ქალი გადივლის ბოგირს...ერთი კვირაა მთას თიბავს კაცი _დანატრებული დიაცის ლოგინს.ღამით მჭკნარ ბალახს მოპოტნის მუჭი,სურვილს და ვნებას ამძაფრებს მთვარე...ყველა ღიღილო _ ნაზი და ლურჯი,აგონებს ქალის ნამიან თვალებს.მორჩა... ჩამოლევს ფერდობს ძუნძულით,თავს მიჰხრის, სერზე გადივლის სანამ _როგორც დიაცის სავსე ძუძუნი,მინდორში თივის ზვინები ჩანან.

ჩიტიშვილი მანანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი