↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვნახე ჭაბუკი უმწეოდ

განდეგილი (დომინიკა ერისთავი)

2011-04-131 წთ საკითხავი1109 ნახვა

—
ვნახე ჭაბუკი უმწეოდმინდორში ეგდო, ჰკვდებოდა:მტრის ხმალს გაეპო გულ-მკერდი,წყეულს არ შეჰბრალებოდა.გმირს წართმევოდა ძალ-ღონე,ფარ-ხმალი ოხრად რჩებოდა,სისხლი მოჰქუხდა ჩანჩქერად,გარს მორევ-გუბედ დგებოდა.ბუნება ჰგლოვდა ვაჟკაცსა,ჯანღ-ნისლით იბურებოდა,მზე შავს პირ-ბადეს იხვევდა,ზეცა ცრემლებად დნებოდა...თმა ასწეწოდა მშვენიერს,ოფლი ცვარ-ცვარად სდიოდა,ბაგე უთრთოდა, ლომ-გმირისენას ვეღარას სჩიოდა...
ხან შესწყვეტავდა კვნესასა,ხან მწარედ აღშფოთდებოდა,ხან მიჰბნედავდა თვალებსა,ხან გიჟებრ იხედებოდა,ვინ იცის, ვის ლანდს ჰხედავდავისის ალერსის ჩვეული,აქ უპატრონოდ მდებარე,გულზე სისხლ-გადანთხეული...ვის ნარნარ სიტყვებს ისმენდა;ვინ ეჭდობოდა ყელით ყელსდა ტრფობით უედემებდაამ ჯოჯოხეთურს სარეცელს...ცოცხალმა შურით დავხედემომაკვდავს, ჩემს წინ მდებარეს,შევნატრე, ცრემლი შევურთესისხლს, მისგან გადმომჩქეფარეს...მერე რა მშურდა საწყლისა,მისი რა მენატრებოდა?_ მე მკლავდა მოყვრის მახვილი,ის კი _ მტრის ხმალით ჰკვდებოდა...

განდეგილი (დომინიკა ერისთავი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი