პოეზია · ლირიკა
ამოდის მთვარე
ამოდის მთვარე,პირ-მომცინარე,გულ-მკერდს უქარგავს შავ-ბნელ ქვეყანას,და მთის აჩრდილი,ვით პირმშო შვილი,ეალერსება ბუნების ნანას.ჰა, ამოგორდა,მთებს ამოშორდა,ცეცხლის ბორბალებრ ამაღლდა ცაზე,და მაშვრალთ ბინანათლით მოჰფინა,გაიათკეცა თვისი სინაზე.აგერ ნიავმა,მოუსვენარმა,მუშაკს რაღაცა წაუჩურჩულა...ფრთა-ფრთას შემოჰკრა.და მისი ოხვრამნათობს უამბო... უმოციქულაგასცურდა მთვარე,შუქ-მომფინარე,უეცრად ღრუბელს ამოეფარა,აცრემლდა ზეცა...მიწას დაეცანამი ღვთიური, წმინდა, ანკარა...