↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დილა არის... ტყე და ველი

განდეგილი (დომინიკა ერისთავი)

2011-04-131 წთ საკითხავი1110 ნახვა

—
დილა არის... ტყე და ველიიზმორება, იფშვნეტს თვალებს,აგერ მზემაც ოქროს ჯიღაზედ დაადგა მთის მწვერვალებს,ისარი ჰკრა ცის კამარას,გადმოხედა მძინარს სოფელს,მიესალმა კავკასიონს,მკერდზე ნაკადშეუშრობელს,გადმოჰხედა ტურფა ბაღჩას,ქალწულივით მინაზებულს,ზედ გადაშლილს მწვანე საფარს,ათას ფერად აჭრელებულს;პატარა ბუჩქს, ფოთოლთ რაზმითშემოზღუდულს, დატყვევებულსდა ზედ დროშად ამართულს ვარდს,მარგალიტით გულ მოქარგულს.დააშტერდა...… ამ დროს სიომწასჩურჩულა ვარდს რაღაცა,შეკრთა ვარდი გადიხარა,სამკაული სხვას გადასცა.მაგრამ მანაც ვერ დაჰკრძალაეს ძვირფასი გულ-საკიდიდა ფოთლიდგან გადმოგორდაცის ობოლი მარგალიტი.ფრთებს ჩამოყრილს სნეულ ბულბულსზედ დაეცა, ვით მანანა,უცბად გასხლტა, გადაცურდა,ყელ-კისერი გარდაჰბანა.და მომაკვდავს რა ესხურაცით ნაკურთხი აიაზმა _გამოცოცხლდა, გაკეკლუცდა,სახმატკბილოდ მოიკაზმა;შეფართქალდა, შენავარდდა,თავს მოევლო ვარდს და იას,“განმკურნაო სატრფოს ცრემლმა!”ველს ახარა გულ-მკერდ ღიას.

განდეგილი (დომინიკა ერისთავი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი