პოეზია · ლირიკა
დილა
დილა არის. ცა ლაჟვარდიმზისა სხივით იფერებადა ქურდულად მიმალულათვით მთვარე და ვარსკვლავთ კრება.
მობიბინე ვარდ-ყვავილიგულ-მკერდს იშლის, იფურჩქნება,გაიღვიძა მთა და ბარმაცსამეჯლისოდ ემზადება.
ველს გაჰკივის იადონი,ია კრთება, მორცხვობს ნაზობს,მას ნამს აფრქვევს კლდის ჩანჩქერი,მოცელქობს და მოკისკასობს.
მიჯნურივით გაუღიმაქვეყანამ ცას, ცამ ქვეყანასდა ორივე მწყობრად ჰგალობსსაამქვეყნო გამოცანას:
დღით მზე ჰნათობს, ღამით მთვარე,დღე ღამეს სდევს, ღამე დღესო,თუ წყვდიადი არ გინახავს,ფასს ვერ დასდებ სინათლესო,
ვინც წარსულს დროს სტირს და მოსთქვამს,ის აწმყოსაც ინანებსო,მკვდარს ტირილი ვერ აღადგენს,მოვლა უნდა საღს და მრთელსო.
მშვიდობის გზა მთვარე-ვარსკვლავთ,ქებათ-ქება _ მნათობ მზესო;ვაშა, ვაშა ბუნების წესს,რომ ნათელი მოსდევს ბნელსო!..”