↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალას

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2026-07-181 წთ საკითხავი21090 ნახვა

—
ქალავ, ის მიყვარს მე შენი,თავს რომ დაჰკიდებ მელადა,პირდაპირ ცქერას ვერ ჰბედავ,ვაჟთ ცქერას იმჩნევ წყენადა.
დრო-და-დრო გაგეღიმებაგულის საკლავად, ნელადა;უხმლო ხმალს იქნევ, უხანჯლოდგულის გამხდარხარ მჭრელადა.
ჯერაც ატყვია ჩემს გულსაშენგნით წყლულები ჭრელადა,ოცგანაც კიდევ რომ დამჭრა,ვერ გაგიხდები მტერადა!
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი