პოეზია · ლირიკა
მითხარ, როგორაა მემლექეთი
1969 წელს ბურსაში ვნახე უნახავი მამიდა, თვალცრემლიანი, ყოველ სულისმოთქმაზე რომ მეხვეწებოდა:- მითხარ, როგორაა მემლექეთი.
მითხარ, როგორაა მემლექეთი,ჩემი სანატრელი საქართველო,რამე იმნაირი გამაგონე,გული დაკოდილი გავამთელო.მითხარ, როგორაა მემლექეთი,მე სულ მისი ფიქრით დავდიოდი,ახლად დავიბადე, თბილისიდანხმა რომ დავიჭირე რადიოთი.კაი მექართულე ვეღარა ვარ,მაგრამ სული მიდუღს იმოდენა,რომ შიგ სიტყვა მარად მშობლიური,როგორც გაზაფხული, იტოტება.მითხარ, როგორაა მემლექეთი,მცხეთა, ქობულეთი, კახაბერი,იგი ნიადაგ თუ არ ვახსენე,მაშინ ერთი წუთიც დამაბერებს.ლუკმა არ მაკლია, მართალია,მაგრამ სამშობლოთი ღარიბი ვარ,აი, ამნაირად, უსიცოცხლოდ,მთელმა სიცოცხლემაც გაირბინა.მითხარ, როგორაა მემლექეთი,აქ ჩვენ არ გეგონოთ ჩამქრალები,იზმითს ეგეოსის ნაპირებზეცვაგეთ საქართველოს სახლკარები.მითხარ, როგორაა მემლექეთი,ჩემი სანატრელი საქართველო,რამე იმნაირი გამაგონე,გული დაკოდილი გავამთელო.