პოეზია · ლირიკა
და მარტში მუდამ მესიზმრება გალაკტიონი
ზურაბივით ქვითკირში ჩაეშენა ოცნებადა ცას გადაუარეს დამთხვეულმა ქარებმა,სველი, თეთრი საყდარი შეარყიეს ლოცვებმადა ჩაგუბდა ხატებში, ოხვრა და მწუხარება.ჩამოღამდა ბაგეზე დაფერფლილი ვედრებადა დაიმსხვრა ქვითკირზე თიხის მთვრალი ხელადა.საწუთროსგან აუგი არა დამეყვედრება,ელავს ფანჯრის რაფაზე მთვარის თეთრი სევადადა გაბზარულ სტრიქონში, როგორც ღია ნაპრალში,მლოცველივით ღაღადებს ორაკულის მისნობა,მარტი, უამინდობა, ბედის უღვთო თამაშიდა გახელილ თვალებში, ჰოი... მარადისობა!..მიდის სუნთქვა, სურვილი, ნდომა და უკმარობა,ვინ დაადო შენს სურვილს საუკუნო ყადაღა?!დაიღალა სხეული ყალბი უანგარობითდა გაფრენის სურვილმა ისტორია დადაღა!შორს, უსაზღვრო სივრცეში გაიხლიჩა ფანტომი,დაეფინა ქვაფენილს აჩრდილები წარსულთა,უკვდავებას აკლდა ის, მხოლოდ ერთი ნახტომიდა მუზების სახელით, ღმერთო, ისიც აღსრულდა!