პოეზია · ლირიკა
სიყვარულის და ნატვრის სახელით
თუ შეშლილი ვარ, რა თქმა უნდა, შენვე შემშლიდი,არ დანდობია არასოდეს ჩემს ფიქრს სხვა ხელი,არ ყოფილიყო პოეზია, მე მას შევქმნიდი,სიყვარულის და მარადიულ ნატვრის სახელით!ცოტა არ ვიყავ, მით უმეტეს, არ ვიყავ ბევრიდა ყოფნა ჩემიც არყოფნისთვის მზადებას ჰგავდა,ლექსად გარდაქმნას არ სჭირდება სხვა არაფერი,სიყვარულის და გაზღაპრებულ სიცოცხლის გარდა!დამკარით ტყვია,გულს უხდება ცხელი ჭრილობა!..მე არ მოვკვდები, მხოლოდ მშვიდად მიმეძინებადა გავიღვიძებ, როცა მთელი კაცობრიობალექსს და სიყვარულს ზვარაკივით შეეწირება!როცა ფერისთვის, ერთი დიდი, ცხელი ფერისთვისდასთმობს სუნთქვასაც, ყვავილივით მზისკენ აღერილს,არ ყოფილიყო პოეზია,მე მას შევქმნიდი,სიყვარულის და, რა თქმა უნდა, შენი სახელით!