↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი სადღეგრძელო

ხმალაძე მარინა

2001-08-121 წთ საკითხავი415 ნახვა

—
... და უფლის თასით დავლიოთსასოებისა, ტრფობისა,შმაგი სიზმრების ახდენის,მიუწვდომელის ხმობისა,დროის და სივრცის გაცდენის,ღვთიურ სიგიჟის ცნობისა,ფიცვერცხლზე შეფიცულებისგაუტეხელი ძმობისა,ირეალური სამყაროსრეალურ გონში შობისა,ახლის შეცნობის წყურვილის,ძველი ფესვების ცნობისა,ჩაუქი ქმრის და ალალ ძმის,თეთრი მანდილის – ცოლისა,სურვილის მუჭში მომწყვდევის,მიწყივ ზეობის გონისა,მომავლის მისათუთების,წარსულის მარად ხსოვნისა.არა დიდ ფულის, გენებშიდიდი კაცობის ქონისა,ხალასი ნიჭის, მომავლისამ მთისა და ამ მოლისა,ნათლის ზეობის, ბნელეთისუკიდეგანო ძრწოლისადა ჩვენი გულის წრფელი ხმის,მრუდის და მართლის ცნობისა,ვაზის მადლისა დავლიოთდა ნაღდი ქართველობისა!

ხმალაძე მარინა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი