პოეზია · ლირიკა
თეთრი ქალაქი
როცა შენდება, მშვენდება,ქალაქი ზეიმს ედრება,თეთრი თოლიას ფრთასავითუფრო და უფრო თეთრდება.
ბათუმი სულში ენთება,როგორც ლოცვა და ვედრება,სანამ ვიქნები, იმედისპატრონად მეიმედება.
თეთრქუჩებიან ქალაქისქუჩები უფრო ბევრდება,არ დაილევა ამაგი,არც სიყვარული ბერდება.
თავზე თოლია გადუვლის,ცა ჩამოზიდეს მტრედებმა,თეთრი ბათუმი ნატრულიუფრო და უფრო თეთრდება.
1999