პოეზია · ლირიკა
თიანეთის გზაზე
რეზო ფაჩულიას
ასე გაიშვიათებულ კაიკაცის ფენომენისდროს, ლოდინის სარკმელიდანვხედავ ფაჩულია რეზოს.ავისმქმნელებს ზოგჯერ ერთადიმნაირად ვეომებით,რომ ყოველი უარესიისე ვეღარ უარესობს.
მაშინ, მე და ზღვა და მთები,ერთმანეთით ისე ვთბებით,რომ ჭოროხი, შავშეთ-ტბეთი,ვისი გულით მტკივანეთიმე ამქვეყნად ვიარებიდა ეს, _ მირზას თიანეთი,გიგაურის თიანეთი,ზევით ფშავი, აგერ მცხეთისსვეტიცხოვლის ძველი სვეტი,თუნდაც _ სარფთან მინარეთი,ცხელი, როგორც ცრემლის წვეთი,არის სამშობლოზე მეტიც.
1998