პოეზია · ლირიკა
სიყვარულისთვის დასჯილი გენი
გარდასულო, წარსულო,ისევ მეზღაპარები,სად რეკავენ ნეტავიჩემი ტაძრის ზარები?!საით გადიფერადესჩემი ზეცის ცისკრებმა,ჩემი ჭრელი ხოხობივისი დანით იკვლება,ჩემი დავითფერულივის ციხეზე ჰკიდია,ჩემი ნისლა რაშებივის ბაგაში მიდიან;ჩემი დალის დალალიმკლავზე ვინ გადიყარა,სად წაიქცა ძლეულიჩემი ზღაპრის წიქარა,ან სადაა ქართულიბჭენი თამარისანი.უკვე ბოღმით ყმუიანალგეთს ლეკვნი მგლისანი,დაუტორავთ სიმწრისგანგზები ჩამოხრამული...მათ დაზრდამდე როგორმეგავძლებთ მე და მამული