პოეზია · ლირიკა
დოდაშვილის მონოლოგი
მიტოვებული სამშობლოს უბედა შეწირული ხალხი ერკემლად,ჩვენ ვგავართ სეტყვით დაცურულღრუბლებს,ქარი რომ შიშით მიერეკება.აქ წელიწადებს ცივათ თოვაში,აქ ყოველი დღე სიცივედ მათოვს,არვინ იხსენებს სოლო დოდაშვილს _უსახლკაროს და უმისამართოს.სხივი გამოკრთა, თბება, აღარ თოვსდა სულში მაინც ცივი თოვლია,გაზაფხულის მზე ვეღარ დამათრობს,სამზეო ჩემი ადრე მოვლიე.ჭლექიან ხორცზე სიცივე ბასრობს,ბედმან სულ ბოლო წამიც მიირწყა,მე ვგავარ ჩემი სამშობლოსწარსულს,რომელიც ყველამ გადაივიწყა.