↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ორი წლის თამთას

გრიგალაშვილი ნოდარ

2026-07-181 წთ საკითხავი476 ნახვა

—
დატიტინებ და ჩურჩულებ ქართულს,სიხარულის თვალზე ცრემლნი მდიან...ეს იები ამოსულან აქ თუ,ეს იები ციდან ჩამოდიან...ახლა გძინავს დედიკოსთან კონებულს,სიტყვას ვეძებ, სიტყვას გამოგონებულს,მიყვარხარო, _ არის მხოლოდ აჩრდილიგულში, ყელში რა გრძნობაც მაქვს გაჩრილი...ო, ამ გრძნობას ჯერ სახელი არ ჰქვია,(ეს რა მადლი მომივლინე, უფალო),ხელს რომ გახებ, ღმერთიც თითქო აქვეა...საყვარელო, პატარა დედოფალო...

გრიგალაშვილი ნოდარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი