↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თუ მომაგონდით

გრიგალაშვილი ნოდარ

2026-07-181 წთ საკითხავი477 ნახვა

—
ბინდი იჭრება თეთრი მორებით,საღვთო საკლავი ცეცხლზე შიშხინებს,თქვენ დანდობილად მიმეორებდით,რომ გულს ვერავინ ვერ შეგიშინებთ.დაკარგულია აქ გზაწვრილები,ყალყზე შემდგარაკლდე და ბილიკი,გთხოვდით,წყარომდეჩაგაცილებდით,თქვენ აიკელით ხევი ქილიკით.ის სიბნელეთი მოგპარეთ ნაზისხეული თეთრიდა უსუსური...და თქვენს მზერაში იწვა ავაზა,გაყუჩებული და გალურსული...ჩამოვიარეთ ტყე და მინდორი,გამოზაფხულის სველი ხალიჩა,ო, დედოფალო, თუ მოიგონებთ,ო, ძველი გრძნობა თუ გადაგირჩათ.დღესაც იმგვარად ირევა ბინდი,კაცები კლავენ საღვთო ზვარაკებს,მდინარე ისევ თავის გზით მიდის,ყველას მაგივრად მოლაპარაკე.ამაღამ ვიცი, მოვა მეწყერი,დაიკარგება ღელეზე ბონდი,ო, დედოფალო, ნუ გამიწყრებითთუ მომელანდეთ, თუ მომაგონდით...

გრიგალაშვილი ნოდარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი