პოეზია · ლირიკა
ნამდვილი ამბავი
ფოთში ნიკოლოზი ჩამობრძანდა,უავგუსტესი ნიკოლოზ პირველი,მოიშილიფეს ბანოვანთა,შესწირეს შესაწირველი...ანთუ ხორცი ჯიხვისა,ანთუ ღვინო ბადაგის,ყანწმა გადიყირმიზა,გადმოდის და გადადის.სული მისდის გუბერნატორს,ლამის მწვადად მიერთვას...გვირგვინოსნის ნახვას ნატრობსგარეთ ხალხი მილეთის.ლხინი ლხინზე გადაება,ლხინი გალხინმდინარდადა აზიურ ყაიდაზედოლ-გარმონი ბრდღვინავდა.ჩაეღვარა იმპერატორს ნეტარებაბებერ გულში _`ასე კარგად არ მხვდებიანჩემს საყვარელ პეტერბურგშიც”...დაიღალა, გააცილეს ბღავილით დაფეხქვეშგებით,ფოთში სთხოვეს და Aაღუთქვანამთვრალევზე სურამს გემი...თუმც არ იყო ნიკოლოზი პირველი,არც მეორე.ალექსანდრეს საქმე გახლავთ მეორისთუ მესამის,მაგრამ, განა ყველა რუსი ერთურთსარ იმეორებს?ყველა ერთი ბედენაა, აგრემცთქვენი კვნესა მე.