↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ქარო იზუზუნე

ლადო ასათიანი 1917–1943

2017-09-121 წთ საკითხავი10103 ნახვა

—
ქარო იზუზუნე...ქარო იგრიალე..ქარო დამანახე ფოთლების შრიალიიგი შორს წასულა,იგი იგვიანებს,იგი გვიან მოვა,საღამოს და მაშინ...ნისლო აიშალე,ზღვაზე იქრიალე,ფრთები გაიშალე,სახე გაიმშრალე,გულის საბუდარიდამიფიქრიანე.ქარო გამიტაცე,არ მინდა მიწაზექარო წამიყვანეაშარ ნისლიანად.ქარო თუ გიყვარდემასთან მიმიყვანე,ვინც გულის პერანგიდამისისხლიანა.გაფრინდი და მალეხელები დამალე,უცხო კარნავალთანარა ხარ ნავალი,მთვარისკენ მიმავალბილიკებს რა მოშლის,თეთრ ქულებს ჩამოშლისღრუბლის ქარავანიდა შენც ,მეგობარო ,უნდა მოგებაროახელებს მნახველებსლექსის აგონია,ო,სხვა სიხარული,ო...სხვა აღმაფრენალექსის სიყვარულთანგამონაგონია.ე...საით მიდიხარ?თუ ღრუბლის ბინდი ხარ,ვარამის ხიდი ხარ,არარად მინდიხარ,რატომ მიმატოვე?მომკლავს სიმარტოვე,რატომ მიმატოვეღრუბლის გავა-ტანო?ზეცის სიფართოვედა მის შვეშ მარტო მე...ახლა სიმღერები ვისღა გავატანო.ქარო იზუზუნე,ქარო იგრიალე,ქარო დამანახე ფოთლების თამაში.იგი შორს წასულა,იგი იგვიანებს,იგი გვიან მოვასაღამოს და მაშინ...
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი