↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ისე გავიდა ეს გაზაფხული

ლადო ასათიანი 1917–1943

2015-09-121 წთ საკითხავი10109 ნახვა

—
ისე გავიდა ეს გაზაფხული...მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,მე _ სიყვარულით ვარ დაზაფრული,კიდეც რომ მსურდეს, ვეღარ მიშველი.ისე გავიდა ეს გაზაფხული,მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი.
რა დაგიშავე, მითხარი ბარემ,რად ამითრთოლე მგზნებარე გული,რისთვის მომიკალ, რად გამიმწარეეს სიჭაბუკე და გაზაფხული.
მე სიყვარული ამიტანს უცებ,დაგეძებ, დამდევს ფიქრთა კრებული,დავიარ თბილის-ქალაქის ქუჩებსდა დავბრუნდები აცრემლებული.
ვაი, სად გნახო, საით იქნები,ვიცი _ გარბიხარ და მემალები,შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრებიდა ამღვრეული ჩემი თვალები.
ჩემთვის ერთია, სადაც იქნები,ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ,შემოგხვდებიან ჩემი ფიქრებიდა ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ.
შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით,გაიცქრიალებ და შებრუნდები,მე ვნებიანი და ნამთვრალევიგეტყვი: _ აროდეს არ შემძულდები!
ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ,ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური,მე შენთვის მინდა ეს საოცრება,ეს სიჭაბუკე და სიყვარული.
ნუ მათქმევინებ ამ გაზაფხულზე:_ ნეტავი, მიწა მეყაროს გულზე!
ჰოდა, თუ მოხვალ ვარდებით ხელში(პოეტებს უყვართ ვარდის სურნელი)ვიმღერებ მუდამ მე, შენი ეშხითდა სიყვარულით განუკურნელი.
დავლევთ სიყვარულს, როგორც ტკბილ ღვინოს,გეტყვი, რაც დამაქვს გულში ფარული,მერე წავიდეთ, დავაგვირგვინოთეს სიჭაბუკე და სიყვარული.
1938
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი